Saturday, April 13, 2019

ტრენინგის მე-9 დღე

ინტელის ტრენინგი დასასრულს მიუახლოვდა. დღევანდელი დღე განსაკუთრებით დატვირტული იყო. შევაჯამეთ გავლილი რვა დღის სამუშაო.  გადავხედეთ შესწავლილ საკითხებს და მოცისმინეთ ერთმანეთის პრეზენტაციები.  თითოეულმა მონაწილემ წარმოადგინა თავისი პროექტი,   ''  ''ჩემი სახლი მსოფლიოსი; მოვიარე საქართველო''  ;მოვიარე სიმღერით მთელი საქართველო''ისაუბრა მის აქტუალურობასა და იმ აქტივობებზე რომელთა განხორციელებასაც გეგმავს პროექტის მსვლელობისას. გავაკეთეთ კომენტარები და ერთმანეთს ვუსურვეთ წარმატებები. ინტელის ტრენინგზე პრეზენტაციების შემდეგ ვისწავლეთ ბლოგზე გვერდების ჩასმა, დასათაურება და შეცვლ, ლინკის მიბმა მისამართის საშუალებით და ბევრი სხვა წვრილმანი, რომლებიც გამოგვადგება მუშაობის პროცესში. ასევე, გავეცანით სხვადასხვა ტიპის დიაგრამას და მათ გამოყენებას სასწავლო პროცესში და კვლევის დროს. 
    მინდა დიდი მადლობა გამოვხატო ქალბატონი ქეთის მიმართ, რომელმაც არ დაიშურა ცოდნა და ენერგია, რათა თითოეული მონაწილისათვის აეხსნა და გაეზიარებინა ის გამოცდილება რომელიც მას გამოარჩევს როგორც თავისი საქმის პროფესიონალს. ტრენერი ითვალისწინებდა ყველას ინტერესებს და ენერგიულად პასუხობდა თითოეულ შეკითხვას. აქ მიღებულ ცოდნას სამომავლოდ აუცილებლად გამოვიყენებ  პირად პრაქტიკაში. რაც, საბოლოო ჯამში სწავლა-სწავლების პროცესს საინტერესოდ და ნაყოფიერად წარმართვას შეუწყობს ხელს.

Sunday, April 7, 2019

ტრენინგის მე-8 დგე

ტრენინგის მერვე დღე გამეორებით დაიწყოდავათვალიერეთ ჩვენი პროექტის გეგმარის შემდეგაც ტრენერი გვესაუბრა ფასილიტაციის მნიშვნელობაზე და გაგვაცნო ფასილიტაციის ნიმუშებიშემდეგ დამოუკიდებლად გავაკეთეთ პროექტის პრეზენტაცია მოსწავლეებისათვისრათა მოსწავლეს გაუადვილდეს მუშობის პროცესიპრეზენტაცია ითვალისწინებს გზამკვლევს მოსწავლეებისათვის
  მოვაწესრიგეთ საქაღალდეები და მოვამზადეთ ბლოგზე ასატვრთადტრენერმა აგვიხსნა სიის გაჯეტის გამოყენება და ჩვენი საქაღალდე ავტვითეთ ჯერ დრაივზე და შემდეგ ბლოგზე.
  ტრენინგი როგორც ყოველთვის დატვირთული და საინტერესო იყო.

Saturday, April 6, 2019

ტრენინგის-მე7 დღე

დღევანდელი დღეც, როგორც ყოველთვის, საკმაოდ საინტერესო და დატვირთული იყო. დღე დავიწყეთ შესწავლილი მასალის გამეორებით,შემდეგ განვიხილეთ, თუ როგორ  ვიმუშაოთ ყველა მოსწავლის საჭიროების გათვალისწინებით. შემდეგ კი ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე.

Sunday, March 31, 2019

ტრენინგის მე-6 დღე

ტრენინგის მე-6 დღეც, ჩვეულებისამებრ, შესწავლილი მასალის გამეორებით დავიწყეთ. გავეცანით სასწავლო პროექტის პროცედურებს,შევქმენით მოსწავლეთა  პრეზენტაციის ნიმუში.აგრეთვე,  გავეცანით შეფასების რუბრიკებს და გადავხედეთ სხვადასხვა გეგმის ნიმუშებს . 
 დღევანდელი ტრენინგი იყო ძალიან  საინტერესო.  მიღებულ ცოდნას სიამოვნებით  გავნერგავ ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში 

Saturday, March 30, 2019

ტრენინგის მე-5 დღე

ტრენინგის მეხუთე ძალიან საინტერესო იყო.თავდაპირველად გავიმეორეთ წინა მასალა, შემდეგ კი გავეცანით საავტორო უფლებების ორ ნიმუშს და მისი გამოყენების ხერხებს.შემდეგ ვისწავლეთ, როგორ დავათვალიეროთ ერთმანეთის ბლოგები და ერთმანეთს გავუგზავნეთ კომენტარები.
ამის შემდეგ ვიმუშავეთ მოსწავლის ბლოგის შექმნაზე, ბლოგში სურათების ჩასმაზე და ვივარჯიშეთ ბლოგის დათვალიერებაზე.

Sunday, March 24, 2019

ტრენინგის მეოთხე დღე

ტრენინგის მე-4 დღეს მუშაობა დავიწყეთ წინა მასალის გამეორებით. შემდეგ განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები, შევადგინეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმა და დავიწყეთ პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციის მომზადება power point- ში.

Saturday, March 23, 2019

ტრენინგის მესამე დღე

                                     



ძალიან საინტერესო იყო ასევე მესამე სამუშაო დღე, ჩვენ დავიწყეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა, ვისწავლეთთუ რა მნიშვნელოვანი  საკითხები უნდა გავითვალისწინოთ მიზნის ეფექტურად ჩამოყალიბებისათვის, ვიმუშავეთ თუ რა მნიშვნელობა აქვს პროექტისათვის მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს , ვიმსჯელეთ და დავწერეთ ჩვენს მიერ შერჩეული პროექტის საკვანძო კითხები.