Sunday, March 31, 2019

ტრენინგის მე-6 დღე

ტრენინგის მე-6 დღეც, ჩვეულებისამებრ, შესწავლილი მასალის გამეორებით დავიწყეთ. გავეცანით სასწავლო პროექტის პროცედურებს,შევქმენით მოსწავლეთა  პრეზენტაციის ნიმუში.აგრეთვე,  გავეცანით შეფასების რუბრიკებს და გადავხედეთ სხვადასხვა გეგმის ნიმუშებს . 
 დღევანდელი ტრენინგი იყო ძალიან  საინტერესო.  მიღებულ ცოდნას სიამოვნებით  გავნერგავ ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში 

Saturday, March 30, 2019

ტრენინგის მე-5 დღე

ტრენინგის მეხუთე ძალიან საინტერესო იყო.თავდაპირველად გავიმეორეთ წინა მასალა, შემდეგ კი გავეცანით საავტორო უფლებების ორ ნიმუშს და მისი გამოყენების ხერხებს.შემდეგ ვისწავლეთ, როგორ დავათვალიეროთ ერთმანეთის ბლოგები და ერთმანეთს გავუგზავნეთ კომენტარები.
ამის შემდეგ ვიმუშავეთ მოსწავლის ბლოგის შექმნაზე, ბლოგში სურათების ჩასმაზე და ვივარჯიშეთ ბლოგის დათვალიერებაზე.

Sunday, March 24, 2019

ტრენინგის მეოთხე დღე

ტრენინგის მე-4 დღეს მუშაობა დავიწყეთ წინა მასალის გამეორებით. შემდეგ განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები, შევადგინეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმა და დავიწყეთ პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციის მომზადება power point- ში.

Saturday, March 23, 2019

ტრენინგის მესამე დღე

                                     



ძალიან საინტერესო იყო ასევე მესამე სამუშაო დღე, ჩვენ დავიწყეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა, ვისწავლეთთუ რა მნიშვნელოვანი  საკითხები უნდა გავითვალისწინოთ მიზნის ეფექტურად ჩამოყალიბებისათვის, ვიმუშავეთ თუ რა მნიშვნელობა აქვს პროექტისათვის მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს , ვიმსჯელეთ და დავწერეთ ჩვენს მიერ შერჩეული პროექტის საკვანძო კითხები.

Sunday, March 17, 2019

ტრენინგის მეორე დღე


                   
ტრენინგის მეორე დღეს  მიმოვიხილეთ პროექტების თემა, გავიმეორეთ წინა დღეს შესწავლილი მასალა, ასევე გავეცანით ბუკლეტებს და მის გამოყენებას სასწავლო პროცესშ პროექტებით სწავლებისას დავამზადეთ ბუკლეტები რაც იყო ჩემთვის სიახლე და საინტერესო.

Saturday, March 16, 2019

ტრენინგის პირველი დღე

გავეცანით ინტელის ძირითად კურსს და ასევე გზამკვლევს, შევმენი საქაღალდე და შევინახეთ მასში სხვადასხვა რესურსები, ასევე შევქმენი ბლოგი რომელიც იყო ძალიან საინტერესო და ბევრის მომცემი ჩენთვის. ამ ტრენინგიდან ველოდები კიდევ უფრო მეტი ცოდნის მიღებას , რომელიც დამეხმარება სასწავლო პროცესში.