ინტელის ტრენინგი დასასრულს მიუახლოვდა. დღევანდელი დღე განსაკუთრებით დატვირტული იყო. შევაჯამეთ გავლილი რვა დღის სამუშაო. გადავხედეთ შესწავლილ საკითხებს და მოცისმინეთ ერთმანეთის პრეზენტაციები. თითოეულმა მონაწილემ წარმოადგინა თავისი პროექტი, '' ''ჩემი სახლი მსოფლიოსი; მოვიარე საქართველო'' ;მოვიარე სიმღერით მთელი საქართველო''ისაუბრა მის აქტუალურობასა და იმ აქტივობებზე რომელთა განხორციელებასაც გეგმავს პროექტის მსვლელობისას. გავაკეთეთ კომენტარები და ერთმანეთს ვუსურვეთ წარმატებები. ინტელის ტრენინგზე პრეზენტაციების შემდეგ ვისწავლეთ ბლოგზე გვერდების ჩასმა, დასათაურება და შეცვლ, ლინკის მიბმა მისამართის საშუალებით და ბევრი სხვა წვრილმანი, რომლებიც გამოგვადგება მუშაობის პროცესში. ასევე, გავეცანით სხვადასხვა ტიპის დიაგრამას და მათ გამოყენებას სასწავლო პროცესში და კვლევის დროს.
მინდა დიდი მადლობა გამოვხატო ქალბატონი ქეთის მიმართ, რომელმაც არ დაიშურა ცოდნა და ენერგია, რათა თითოეული მონაწილისათვის აეხსნა და გაეზიარებინა ის გამოცდილება რომელიც მას გამოარჩევს როგორც თავისი საქმის პროფესიონალს. ტრენერი ითვალისწინებდა ყველას ინტერესებს და ენერგიულად პასუხობდა თითოეულ შეკითხვას. აქ მიღებულ ცოდნას სამომავლოდ აუცილებლად გამოვიყენებ პირად პრაქტიკაში. რაც, საბოლოო ჯამში სწავლა-სწავლების პროცესს საინტერესოდ და ნაყოფიერად წარმართვას შეუწყობს ხელს.
Saturday, April 13, 2019
Sunday, April 7, 2019
ტრენინგის მე-8 დგე
ტრენინგის მერვე დღე გამეორებით დაიწყო. დავათვალიერეთ ჩვენი პროექტის გეგმა, რის შემდეგაც ტრენერი გვესაუბრა ფასილიტაციის მნიშვნელობაზე და გაგვაცნო ფასილიტაციის ნიმუშები. შემდეგ დამოუკიდებლად გავაკეთეთ პროექტის პრეზენტაცია მოსწავლეებისათვის, რათა მოსწავლეს გაუადვილდეს მუშობის პროცესი. პრეზენტაცია ითვალისწინებს გზამკვლევს მოსწავლეებისათვის.
მოვაწესრიგეთ საქაღალდეები და მოვამზადეთ ბლოგზე ასატვრთად. ტრენერმა აგვიხსნა სიის გაჯეტის გამოყენება და ჩვენი საქაღალდე ავტვითეთ ჯერ დრაივზე და შემდეგ ბლოგზე.
ტრენინგი როგორც ყოველთვის დატვირთული და საინტერესო იყო.
Saturday, April 6, 2019
ტრენინგის-მე7 დღე
დღევანდელი დღეც, როგორც ყოველთვის, საკმაოდ საინტერესო და დატვირთული იყო. დღე დავიწყეთ შესწავლილი მასალის გამეორებით,შემდეგ განვიხილეთ, თუ როგორ ვიმუშაოთ ყველა მოსწავლის საჭიროების გათვალისწინებით. შემდეგ კი ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე.
Subscribe to:
Posts (Atom)